Shazami! Qartulad / შაზამი! ქართულად / Shazam!

2:10:17
გამოშვების წელი: 2019 გახმოვანება: ქართული ჟანრი ბოევიკი / კომედიური / ფანტასტიკა რეჟისორი: დევიდ ფ. სანდბერგი მსახიობები: ზაკარი ლივაი, მარკ სტრონგი, მიშელ ბორტი, ჯეკ დილან გრეიზერი, ჯიმონ ჰონსუ მოკლე აღწერა:

თითოეული ჩვენგანის შიგნით ცხოვრობს სუპერგმირი – საჭიროა მხოლოდ პატარა ჯადოქრობა, რათა ის გარეთ გამოვიდეს. როგორც 14 წლის ბილი ბეტსონის შემთხვევაში, რომელმაც საკმარისია წარმოთქვას სიტყვა “შაზამი!” და მისი დახმარებით ზრდასრულ სუპერგმირად გადაიქცევა. მაგრამ მისი ღვთაებრივი სხეულის მიუხედავად, იგი ძველებურად ბავშვი რჩება, რომელიც თავისი ზრდასრული ვერსიით ტკბება და შეუკავებელი გართობისთვის ახლადშეძენილ სუპერშესაძლებლობებს იყენებს. შეუძლია თუ არა ფრენა და ხელიდან ელვის გაშვება? აქვს თუ არა მას რენტგენული ხედვა?, და ა.შ. შაზამს თავისი შესაძლებლობების ზღავირის შემოწმება მოელის, მაგრამ დრო იმისათვის, რომ სრულყოფილად დაეუფლოს ჯადოსნურ უნარებს, ბილის ძალიან ცოტა აქვს, რადგან მან სასწრაფოდ უნდა დაძლიოს ბოროტების სასიკვდილო ძალები, რომელსაც დოქტორი ტადეუს სივანი აკონტროლებს...

Arasdros Danebde Qartulad / არასდროს დანებდე ქართულად / Never Back Down

1 საათი 50 წუთი
გამოშვების წელი: 2008 გახმოვანება: ქართული ჟანრი დრამა / თრილერი / მძაფრ-სიუჟეტიანი / სათავგადასავლო რეჟისორი: ჯეფ უადლოუ მსახიობები: შონ ფარისი, ემბერ ჰიორდი, კემ ჟიგანდე, ივენ პიტერსი, ლესლი ჰოუპი, ჯიმონ ჰონსუ მოკლე აღწერა:

მეამბოხე ჯეიკ ტაილერს ახალ სკოლაში არალეგალურ ქუჩის ბრძოლებში ჩაითრევენ. მას შემდეგ რაც მას მეგობრების და ოჯახის მისამართით მუქარას შემოუთვლიან, ჯეიკი გადაწყვეტს, ჩხუბი ვეტერან მებრძოლთან ისწავლოს, რომელიც მას ავარჯიშებს საფინალო, სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლისთვის წესების გარეშე თავის მოსისხლე მტერთან და ადგილობრივი საომარი ხელოვნების ჩემპიონთან, რაიან მაკკართისთან.

Mexute Ganzomileba Qartulad / მეხუთე განზომილება ქართულად / Push

1 საათი 51 წუთი
გამოშვების წელი: 2009 გახმოვანება: ქართული ჟანრი თრილერი / მძაფრ-სიუჟეტიანი / ფენტეზი / ფანტასტიკა რეჟისორი: პოლ მაკგიგანი მსახიობები: კოლინ ფორდი, ჯოელ გრეტში, ჯიმონ ჰონსუ, დაკოტა ფენინგი, Robert Tsonos, ბრენდონ რი მოკლე აღწერა:

ამ სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში, ტელეკინეზის და ნათელმხილვეობის უნარის მქონე, უცხოეთში მცხოვრები ამერიკელი ექსპატრიანტების ჯგუფი ამერიკის მთავრობის საიდუმლო სააგენტოს ემალება. მათ უნდა გამოიყენონ ეს ზებუნებრივი ნიჭი და გაერთიანდნენ ფინალურ ბრძოლაში, რათა სამუდამოდ დააღწიონ თავი სააგენტოს.

lara krofti: 2 sicocxlis akvani qartulad / ლარა კროფტი: 2 სიცოცხლის აკვანი ქართულად / Lara Croft Tomb Raider: The Cradle of Life qartulad

1 საათი 57 წუთი
გამოშვების წელი: 2003 გახმოვანება: ქართული ჟანრი მძაფრ-სიუჟეტიანი / სათავგადასავლო რეჟისორი: იან დე ბონტი მსახიობები: ანჯელინა ჯოლი, ჯერარდ ბატლერი, ქირენ ჰინდსი, ქრის ბერი, ნოი ტეილორი, ჯიმონ ჰონსუ მოკლე აღწერა:

მამაცმა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ლარა კროფტმა შესაძლოა ყველაზე მნიშნველოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა: სფერული სხეული, რომელსაც მითიურ პანდორას ყუთთან მივყავართ. საუბედუროდ, ეს სფერული სხეული ბოროტ მეცნიერს, ჯონათან რაისს ჩაუვარდება ხელში. იგი ხელოვნური ვირუსებით მოვაჭრეა და აპირებს, ყუთის საიდუმლოება, როგორც გამანადგურებელი იარაღი ისე გაყიდოს.

kundzuli qartulad / კუნძული ქართულად / the island qartulad

2 საათი 16 წუთი
გამოშვების წელი: 2005 გახმოვანება: ქართული ჟანრი თრილერი / მძაფრ-სიუჟეტიანი / ფანტასტიკა რეჟისორი: მაიკლ ბეი მსახიობები: ევან მაქგრეგორი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯიმონ ჰონსუ, შონ ბინი, სტივ ბუშემი, მაიკლ კლარკ დუნკანი მოკლე აღწერა:

"ლინკოლნ ექვსი-ექო" ერთი შეხედვით უტოპიური, მაგრამ კარგად დაცული, 21-ე საუკუნის ქალაქის მცხოვრებია. ლინკოლნს იმედი აქვს, რომ იგი არჩეული იქნება "კუნძულზე" გასაგზავნად, პლანეტის ამ უკანასკნელ დაუბინძურებელ ადგილზე. მაგრამ ლინკოლნი მალე აღმოაჩენს,რომ ყველაფერი მისი არსებობის შესახებ - სიცრუეა.

Mefe Arturi: Legenda Xmalze Qartulad / მეფე არტური: ლეგენდა ხმალზე ქართულად / King Arthur: Legend of the Sword Qartulad

2:06:12
გამოშვების წელი: 2017 გახმოვანება: ქართული ჟანრი ბოევიკი / დრამა / სათავგადასავლო რეჟისორი: გაი რიჩი მსახიობები: ჩარლი ჰანემი, ჯუდი ლოუ, ერიკ ბანა, დევიდ ბეკჰემი, ასტრიდ ბერჟე-ფრისბი, ჯიმონ ჰონსუ, ეიდან გილენი მოკლე აღწერა:

ფილმში მოქმედება იმ დროიდან იწყება, როდესაც არტური ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ავაზაკების ბანდას. ყველაფერი იცვლება, როდესაც არტური ექსკალიბურს დაინახავს. ეს ხმალი ახალგაზრდა არტურის მთელ ცხოვრებას შეცვლის. ექსკალიბურის დამსახურებით მის ძარღვებში წინაპრების სამეფო სისხლი გაიღვიძებს, და მომავალში დიდებული მეფე დაიწყებს მის გარშემო ხალხის გაერთიანებას, რათა დაიბრუნოს სამეფო ტახტი, რომელიც მრავალი წლის წინ დაიპყრო ბარონმა ვორტიგერნმა – მისი მშობლების მკვლელი..