2012 / 2012

2 საათი 38 წუთი
გამოშვების წელი: 2009 გახმოვანება: ქართული ჟანრი დრამა / თრილერი / მძაფრ-სიუჟეტიანი / სათავგადასავლო / ფანტასტიკა რეჟისორი: როლანდ ემერიჰი მსახიობები: ჯონ ქიუსაქი, ამანდა პიტი, ჩივეტელ ეჯიოფორი, ტენდი ნიუტონი, ოლივერ პლატი, ტომას მაკარტი მოკლე აღწერა:

დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს. პარალელურად, გაუგონარი სიძლიერის ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები მთელს მსოფლიოს ქაოსში გახვევს.

patriori qartulad / პატრიოტი ქართულად / the patriot qartulad

2 საათი 44 წუთი
გამოშვების წელი: 2000 გახმოვანება: ქართული ჟანრი დრამა / ისტორიული / მძაფრ-სიუჟეტიანი / საომარი რეჟისორი: როლანდ ემერიჰი მსახიობები: მელ გიბსონი, ჰიტ ლეჯერი, ჯოლი რიჩარდსონი, ჯეისონ აიზექსი, ქრის კუპერი, ჩეკი კარიო მოკლე აღწერა:

მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.

dge xvalis shemdeg qartulad / დღე ხვალის შემდეგ ქართულად / The Day After Tomorrow qartulad

2 საათი 4 წუთი
გამოშვების წელი: 2004 გახმოვანება: ქართული ჟანრი თრილერი / მძაფრ-სიუჟეტიანი / ფანტასტიკა რეჟისორი: როლანდ ემერიჰი მსახიობები: დენის კუეიდი, ჯეიკ ჯილენჰალი, ემი როსამი, დეშ მაიოკი, ჯეი ო. სანდერსი, სელა უორდი მოკლე აღწერა:

გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ -იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა.

Damokideblobis Dge Qartulad / დამოუკიდებლობის დღე ქართულად / Independence Day Qartulad

2 საათი 25 წუთი
გამოშვების წელი: 1996 გახმოვანება: ქართული ჟანრი მძაფრ-სიუჟეტიანი / სათავგადასავლო / ფანტასტიკა რეჟისორი: როლანდ ემერიჰი მსახიობები: უილ სმიტი, ბილ ფულმანი, ჯეფ გოლდბლუმი, მერი მაკდონელი, ჯად ჰიორში, რობერტ ლოჯა მოკლე აღწერა:

2 ივლისს უცხოპლანეტელთა უზარმაზარი ხომალდი დედამიწის ორბიტაზე შემოვა და რამდენიმე თეფშის ფორმის გამანადგურებელ კოსმოსურ ხომალდს განათავსებს, რომლებიც უცებ გაანადგურებენ დედამიწის მთავარ ქალაქებს. 3 ივლისს შეერთებული შტატები წარმართავენ კოორდინირებულ კონტრშეტევას, რაც მარცხით სრულდება. 4 ივლისს შეიქმნება გეგმა, რომ განხორციელდეს უცხოპლანეტელების ძირითად ხომალდში შეჭრა და მასში ბირთვული ნაღმის ჩადება.