Lamazmani Qartulad / ლამაზმანი ქართულად / Pretty Woman

1 საათი 59 წუთი
გამოშვების წელი: 1990 გახმოვანება: ქართული ჟანრი კომედიური / მელოდრამა რეჟისორი: გარი მარშალი მსახიობები: რიჩარდ გირი, ჯულია რობერტსი, რალფ ბელამი, ჯეისონ ალექსანდრი, ლაურა სან ჯაკომო, ალექს ჰაიდ-ვაიტი მოკლე აღწერა:

ამ სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი საქმოსანი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?

Wminda valentinis dge qartulad / წმინდა ვალენტინის დღე ქართულად / Valentine's Day

2 საათი 5 წუთი
გამოშვების წელი: 2010 გახმოვანება: ქართული ჟანრი კომედიური / მელოდრამა რეჟისორი: გარი მარშალი მსახიობები: ჯესიკა ალბა, ქეთი ბეიტსი, ჯესიკა ბილი, ბრედლი კუპერი, ერიკ დეინი, პატრიკ დემპსი მოკლე აღწერა:

ათეულობით ლოს-ანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბიჭს თავისი პირველი, ნამდვილი სიყვარულისათვის ყვავილები სჭირდება. ორი უფროსკლასელი ბიჭი პირველი სექსის ღამეს გეგმავს; სპორტული გადაცემის რეპორტიორი დავალებას იღებს ლოს-ანჯელესში რომანტიკული თავგადასავალი იპოვნოს. ცნობილი ფეხბურთელი თავის მომავალზე ოცნებობს. ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს თვითმფრინავში ხვდება. ბებია და ბაბუა უკვე წლებია ერთად არიან და მათ ახლა კრიზისი აქვთ. ხოლო ვახშამი, სახელწოდებით "მე ვერ ვიტან ვალენტინის დღეს" მარტოსულებს და მოტყუებულებს ელოდება. მოასწრებს თუ არა, თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?